კულინარია

ხბოს ხორცი ბადრიჯნით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.11, 2022 წელი

ხბოს ხორცი ბადრიჯნით
დაკოპირებულია

ხორცის და ბადრიჯნის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ბადრიჯანი

🔸 500 გრამი ხბოს ხორცი (რბილი)

🔸100 გრამი ხახვი

🔸 3 ცალი პომიდორი

🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი

🔸2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 ზეთი, თეთრი

🔸 მშრალი ღვინო

🔸 მარილი, შავი პილპილი, ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით სიბრტყეზე ფირფიტებად. მოათავსეთ თასში, სათითაოდ წაუსვით მარილი და გააჩერეთ 20 წუთი. ხორცი დაჭერით მომცრო ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი და შებრაწეთ ზეთში. ცალკე, სქელძირიან ტაფაში მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. მოაყარეთ ფქვილი, ტომატი და აურიეთ ძალიან კარგად: შემდეგ დაასხით ჭიქა-ნახევარი წყალი, თეთრი ღვინო, ჩაუმატეთ მარილი და პილპილი და წამოადუღეთ. ამ სოუსში მოათავსეთ შებრაწული ხორცი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. ბადრიჯანი გადაწურეთ. შეწვით ზეთიან ტაფაზე სათითაოდ, ორივე მხრიდან. ჩაალაგეთ ფორმაში და მოასხით ხორციანი სოუსი. დაალაგეთ ზემოდან თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოათავსეთ აირღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი