კულინარია

კექსები ქიშმიშით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.12, 2022 წელი

კექსი ქიშმიშით
დაკოპირებულია

გემრიელი კექსის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ჭიქა ფქვილი

🔸 1 ჭიქა შაქარი

🔸2 კვერცხი

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 10 გრამი გამაფხვიერებელი

🔸 10 გრამი ვანილი

🔸 8 სადილის კოვზი ნაღები

🔸 ნახევარი ჭიქა ქიშმიში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, შემდეგ გადაწურეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ, გათეთრებამდე. კარაქი გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე. გააცივეთ და შეურიეთ კვერცხიან მასას. დაუმატეთ ვანილი, ნაღები, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ქიშმიში და ათქვიფეთ ძალიან კარგად. მიღებული სქელი არაჟნის სისქის ცომი ჩაასხით კექსის ან მაფინის ფორმებში. აუცილებლად ჩაუფინეთ სპეციალური ქაღალდი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და ამოიღეთ ფორმებიდან. შეგიძლიათ, მოასხათ შოკოლადის გლაზური და მორთოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი