კულინარია

ქათმის მწვადი ბოსტნეულით ლალი მოროშკინასგან

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.01, 2021 წელი

ქათმის მწვადი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

ძალიან მიყვარს სახლში მოზადებული საჭმელი და თავადაც ხშირად ვამზადებ გემრიელ ვახშამსა თუ სადილს. ზოგადა, გურმანი ვარ, ამასტან, ვცდილობ, ჯანსაღი საკვები მივიღო. ასევე, ბევრს დავდივარ ფეხით სუფთა ჰაერზე, ყოველდღიურად სახლში მსუბუქ ვარჯიშებსაც ვაკეთებ და ამით მარტივად ვინარჩუნებ წონას.  ვთვლი, რომ თუ ადამიანმა სამზარეულოში რამის გაკეთება მოინდომა, აუცილებლად გამოუვა. ახლა კი გასწავლით ქათმის მწვადის მომზადებას ბოსტნეულით, რომელიც უცხო და უგემრიელესია. 

საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ქათმის ფილე, ორ-ორი ცალი მწვანე, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, 1 ტავი ხახვი, 1 ყაბაყი, 1 პომიდორი. მარინადისთვის - 3/4 ჭიქა სოიოს სოუსი, 2 სადილის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი კეტჩუპი, მარილი და წიწაკა კი- გემოვნებით.

მომზადების წესი:  შეურიეთ ერთმანეთსი მარინადის ინგრედიენტები. ხორცი დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად და გააჩერეთ მზა მარინადში, დაახლოებით, ოთხი საათი. ბოსტნეულიც იმავე ზომის ნაჭრებად ადჭერით, როგორც ფილე და ააგეთ ხის ჩხირებზე.  მოამზადეთ გრილზე ან მაყალზე. შეწვას 15-20 წუთი სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი