კარტოფილის სალათა კიტრითა და ქათმით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.07, 2022 წელი

გემრიელი სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი კარტოფილი
🔸 200 გრამი შებოლილი ქათმის ფილე
🔸 1 თავი წითელი ხახვი, 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 6 ცალი მჟავე კიტრი („პიკული“), 5 სადილის კოვზი მჟავე კიტრის წვენი
🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 80 მილილიტრი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათამი დაჭერით კუბიკებად. კუბიკებად დაჭერით მჟავე კიტრიც და მოხარშული კარტოფილი. წითელი ხახვი კი – ნახევარრგოლებად.
მწვანე ხახვი დაჭერით და დააბლენდერეთ მდოგვთან, კიტრის მწნილის წვენთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. მოასხით სალათას და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან