ჩაშუშული კომბოსტო სოსისით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.10, 2022 წელი

კომბოსტოს გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 850 გრამი კომბოსტო
🔸 250 გრამი სტაფილო
🔸 2 თავი ხახვი
🔸 8 ცალი სოსისი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 2 სადილის კოვზი კეტჩუპი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი.
მომზადების წესი 👩🍳
კომბოსტო დაკეპეთ ძალიან წვრილ ჩხირებად. მოაყარეთ მარილი და ხელით კარგად ასრისეთ. დაასხით 50 მილილიტრი წყალი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ ერთი საათის განმავლობაში. სტაფილო გაწმინდეთ და გახეხეთ. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად და ზეთში მოშუშეთ. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და რამდენჯერმე აურიეთ. სოსისი დაჭერით მრგვალად და მოაყარეთ სტაფილოს, მოასხით კეტჩუპი, ისევ აურიეთ და ერთად მოშუშეთ. ბოლოს მოაყარეთ ჩაშუშული და გადაწურული კომბოსტო. აურიეთ. უყავით სუნელი, მარილი და 20 წუთის შემდეგ მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან