იუმორი

ზარი ბუდასგან

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.05, 2023 წელი

ვლადიმერ გუცაევი
დაკოპირებულია

ვლადიმერ გუცაევი იხსენებს: 

„ყაზახეთს ჰყავს საფეხბურთო გუნდი „ორდაბახი“. იქ ვალერი გაზაევის შვილი თამაშობდა და მე და ვალერა მისი თამაშის საყურებლად ყაზახეთში გადავფრინდით. თამაში რომ დასრულდა, იმ მხარის გუბერნატორმა ორივე სადილზე დაგვპატიჟა და თან, მე მადლობა გადამიხადა. გამიკვირდა: ერთი საათია, რაც გაგიცანით და მადლობას რატომ მიხდით-მეთქი? მან კი მითხრა: ჩვენმა „ორდაბახმა“ თბილისის „დინამოს“ ევროთასებზე რომ მოუგო, პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა. ყაზახური საზომით, ეს იგივეა, ბუდამ რომ დაგირეკოს და მადლობა გადაგიხადოსო. მე კი გუბერნატორს ვუპასუხე: აკიმ (ყაზახურად გუბერნატორი), თქვენი „ორდაბახი“ რომ ჩემი დროის „დინამოს“ შეხვედროდა, მაშინ ნაზარბაევი არ დაგირკავდა-მეთქი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი