იუმორი

„შარაფად“ ქცეული შეფერი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.04

კოტე მახარაძე
დაკოპირებულია

კოტე მახარაძეს ერთხელ ერთი ისტორია შეემთხვა, რომელიც გახმაურებული არ არის.

ბატონი კოტე რაღაც საქმეზე ჩავიდა ჭიათურაში. მთელი ქალაქი დიდი სიყვარულით შეხვდა.

საღამოს, რა თქმა უნდა, მშვენიერი პურმარილი გაიშალა. მასპინძლებმა სთხოვეს, რა იქნება, ხვალ რომ საფეხბურთო რეპორტაჟს წაიყვან, დღევანდელი შარაფი ახსენო, ძალიან გავიხარებთო.

მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა კოტე მახარაძე და საქართველოსა და უნგრეთის თამაშს გაუძღვა.

უნგრელების გუნდში ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, გვარად შეფერი. ვითომ გვარის გამოთქმა უჭირდა და შიგა და შიგ იძახის: ბურთი აქვს შარაფს, მიიღო შარაფმა, რა კარგი რამეა ეს შარაფი და მოკლედ არ დაიშურა არაფერი.

მიცემული სიტყვა კაცურად შეასრულა და გაახარა ჭიათურელები. ჭიათურაში კი ისევ გაიშალა სუფრა და ერთხელ კიდევ შეისვა კოტე მახარაძის სადღეგრძელო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი