იუმორი

ვიზები მარტივად

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 27.09, 2022 წელი

აკაკი დევაძე
დაკოპირებულია

აკაკი დევაძე იხსენებს: 

„მე და ერთი გოგო ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდიოდით, საელჩოში პასპორტები მივიტანეთ, რომლებიც გაზეთ „სარბიელში“ მქონდა ჩადებული. ამ გაზეთში კი ჩემი ორგვერდიანი ინტერვიუ იყო სურათებით და პირველ გვერდზეც ჩემი უზარმაზარი პორტრეტი იყო მოთავსებული. შევედით და საბუთების ფანჯარაში გაზეთი შევაცურე. იქ მჯდომს კი ვუთხარი, გაზეთის პირველ გვერდზე ჩემი სურათია, შიგნით კი ინტერვიუ-მეთქი. მან გამიღიმა, გაზეთის სურათი პასპორტის სურათს შეადარა, პასპორტები დაგვატოვებინა და რამდენიმე დღის მერე დაგვიბარა. მეორე დღეს კი მამა გარდამეცვალა და ცნობას ასაღებად პასპორტი დამჭირდა. მივედი საელჩოში. სიტუაცია ავუხსენი ვიზა აღარ მინდა და პასპორტი დამიბრუნე-მეთქი. ხუთი წუთის შემდეგ ორივე პასპორტი მოგვიტანეს და შიგნით უკვე ვიზები ერტყა. მოკლედ, „სარბიელმა“ მაგრად იმუშავა ვიზების ამბავში. ის გოგო დღემდე ამერიკაშია. მე კი აღარ წავედი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი