ვარსკვლავის ქუდი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 01.02
ლომერ ჟორჟოლიანი იხსენებს:
„ისე მოხდა, რომ 2008 წლის ოლიმპიადის გახსნაზე 3-4 საათი რიგში ვიდექით და ჩვენი დელეგაცია ამერიკელების გვერდით მოხვდა. მათ რიგებში იმყოფებოდა კობი ბრაიანტი. მას რამდენიმე მცველი იცავდა და მასთან სურათის გადაღების საშუალებას არავის აძლევდნენ, რადგან უამრავი მსურველი იყო. მათ შორის მეც ვიყავი, მაგრამ მოვახერხე მასთან სურათის გადაღება. შემდეგ ვთხოვე, ქუდები გავცვალოთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. ამ დროს სტადიონზე ოლიმპიური ჩირაღდანი შემოიტანეს და შუქი ჩააქრეს. მე სიბნელით ვისარგებლე, კობის მივეპარე და ქუდი მოვხადე და ჩემს ადგილზე დავბრუნდი. შუქი რომ აინთო ვხედავ, კობი აქეთ-იქით აწყდება, ქუდს ეძებს, მაგრამ რას იპოვიდა, რადგან მე მქონდა და საბოლოოდ შემრჩა კიდეც“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან