უვიცობა VS ინტელექტი
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.05

ვირმა ვეფხვს უთხრა:
- ბალახი ლურჯია.
ვეფხვმა ვირს უპასუხა:
- არა, ბალახი მწვანეა.
ვირსა და ვეფხვს შორის კამათი ისე გამწვავდა, რომ ამ ორმა გადაწყვიტეს, ამ საკითხით ცხოველთა მეფისთვის, ლომისთვის მიემართათ.
როდესაც ლომის საბრძანებელს მიუახლოვდნენ, ვირმა ყვირილი დაიწყო:
- თქვენო უმაღლესობავ, მართალია, რომ ბალახი ლურჯია?
ლომმა უპასუხა
- კი. ბალახი ლურჯია.
გახარებული ვირი გათამამდა და თქვა:
- ვეფხვი მეწინააღმდეგება და ამბობს ბალახი მწვანეა, ნერვებს მიშლის, კასტრაცია გაუკეთეთ და დასაჯეთ!
მეფემ გამოაცხადა, რომ ვეფხვი 5-წლიანი დუმილით დაისჯებოდა.
ვირიც მხიარულად გაუყვა თავის გზას და თან იმეორებდა ბალახი ლურჯია.
ვეფხვმა მიიღო თავისი სასჯელი, მაგრამ მანამდე ლომს მაინც ჰკითხა:
- თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ, თქვენც ხომ იცით, რომ ბალახი მწვანეა?
ლომმა უპასუხა:
- შენი დასჯა კითხვის გამო არ მომხდარა. არაფერ შუაშია, ბალახი მწვანეა, თუ ლურჯი. იმის გამო დაგსაჯე, რომ არ შეიძლება შენსავით მამაცი და ჭკვიანი არსება დროს კარგავდეს ვირთან კამათში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან