იუმორი

უცნობის დაბადების დღე

№42

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.10

იუმორი
დაკოპირებულია

თემურ ჭკუასელი ჰყვებოდა: 

„ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა... მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი, არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი, ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა