იუმორი

უკაროდ დარჩენილი მხატვარი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.09

იუმორი
დაკოპირებულია

ავთო ვარაზი სახლისკენ მიდიოდა, მიჰქონდა ორი-სამი ბოთლი ღვინო და რამდენიმე კვერცხი – ერბოკვერცხის შესაწვავად.

ვიღაც ტიპი დაინახა სადარბაზოსთან. იცით როგორი? აი, ისეთი, 80 პროცენტი ინტელიგენტი რომ არის და 20 პროცენტი – უკვე ლოთი. მოეწონა ეს კაცი ავთოს და სახლში შეიპატიჟა. რომ შევიდნენ, ის კაცი შეყოვნებულა შესასვლელ კართან, რომელიც ავთოს საკუთარი ხელით, საღებავებით ჰქონდა მოხატული. ეს მასპინძელს არ გამოჰპარვია, თუმცა არც შეუმჩნევია. მოკლედ, შევიდნენ, ავთომ ერბოკვერცხი შეწვა, ღვინო გახსნა, დაასხა და დაიწყეს სმა. ბოლოს დაიშალნენ. ავთომ სახლამდე მიაცილა შემთვრალი სტუმარი, დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა. დილით, გაიღვიძა თურმე იმ კაცმა და რას ხედავს – ავთოს მოხატული კარი მის კარებთან არ არის აყუდებული?! გადარეულა. თქვენ წარმოიდგინეთ, ავთო ვარაზი მიხვდა, რომ ის კაცი დაინტერესდა მისი ხელოვნებით, მოეწონა მოხატული კარი და ვერ გაუბედა თქმა. ჰოდა, უცნობს ასეთი ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, თავად კი უკაროდ დარჩა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...