იუმორი

ცნობილი ადამიანების ფობიები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.03

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

1. კრისტიან სტიუარტი – ცხენების შიში.

როგორც ცნობილი მსახიობი ამბობს, მას ცხენები ეზიზღება. ამის მიზეზად კი 9 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდნას ასახელებს.

2. ორლანდო ბლუმი – ღორების შიში.

როგორც აღმოჩნდა, მრავალი ქალის საოცნებო მამაკაცს ძალიან ეშინია ღორების. ამ საიდუმლოს ფარდა Kingdom of heaven-ის გადასაღებ მოედანზე აეხადა, როდესაც ერთ-ერთმა ღორმა სირბილი დაიწყო და ორლანდო ბლუმმა გადასაღები მოედანი დატოვა.

3. ნიკოლ კიდმანი – პეპლების შიში.

კიდმანი ავსტრალიაში გაიზარდა და ბავშვობიდანვე გაურბოდა პეპლებს და როგორც ამბობს, რამდენჯერმე სცადა ამ შიშის დაძლევა, მაგრამ უშედეგოდ.

4. დევიდ ბექჰემი – ჩიტების შიში.

კიდევ ერთი საოცნებო მამაკაცი უცნაური შიშით. ცნობილ ფეხბურთელს ძალიან ეშინია ჩიტების.

5. ჯონი დეპი – ობობებისა და კლოუნების შიში.

ორივე ფობია საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში. მიუხედავად მისი უშიშარი როლებისა, ჯონი დეპს ძალიან აშინებს ობობებისა და კლოუნების დანახვა. როგორც მსახიობი, კლოუნებზე ამბობს: „მათი ნიღბების მიღმა თითქოს იდუმალი ბოროტება იმალება“.

6. ადოლფ ჰიტლერი – კატების შიში.

ირონიულია, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მმართველს კატების ეშინოდა. ეს ფაქტი საკმაოდ ცნობილი იყო ხალხში მის სიცოცხლეშივე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა