იუმორი

ცნობილი ფრაზები გურულად

№20

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი
დაკოპირებულია

ცნობილი ადამიანები რომ გურულები ყოფილიყვნენ:

„მივეი, გუუჭიტინე, მოვასომგორომე” - იულიუს კეისარი

„ვინცხა ძლიერია იგია სტორიც” — კრილოვი

„ორი რაცხა მაკვირვებს ამ დუნიაზე, აი ჟღვარჟღვალა ვარსკვლავები ცაში და სვინდისი ჩემში” — იმანუელ კანტი

„მათხუეთ დასაბჯენი ტოჩკა და გადავატრუალებ დუნიას (დედამიწას)“ — არქიმედე

„ჭადი და სეირი” — იუვენალი

„ტიტუუ, რაფერი კაი არტისტი ვკტებიიი” — ნერონი

„იი მაინც ვიცი, არასფერი რომ არ ვიცი. მარა ვაი იგენს (იმ აბდლებს) ვინცხას გონია, რო რაცხა იცის” — სოკრატე

„კარქათ იგი იკრიჭება, ვინცხა ბოლოში გეიკრიჭება” — ჟან პიერ ფლორიანი

„პლატონა კაი ამხანიკია, მარა სისტორე უმფრო ნამეტანი და გადასარევი” — არისტოტელე

„მკტარზე ან კაი უნდა თქვა ან არასფერი” — ქილონი

„ბონდოიე, ჯეიმსა ბონდოიე” — აგენტი 007

„გადამრევს აი ხალხი, რა უნდა, ბიჯო, ამ ღელეზე გადასვლას?! აა მე გადევიარე და გადმოით თქვენც” — იულიუს კეისარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი