წავედით ჟუჟუნასთან!
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.02, 2021 წელი
გიგა ლორთქიფანიძის მოგონებებიდან:
„ერთხელ ნიაზთან ვსვამდით. თითო ბოთლი ღვინო რომ დავლიეთ, ნიაზმა აიტეხა, ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა და წავედით. დარეკა ზარი და სტუმრობის საბაბად ჯარში წასვლა მოიმიზეზა – წვევამდელი ვარ და უნდა გამოგემშვიდობოთო. შეწუხდნენ მასპინძლები, შემდეგ სუფრა გაიშალა. ვიქეიფეთ. აქეთობას ნიაზს ვუსაყვედურე: მაგ ხალხს თვალებში როგორღა უნდა შევხედო, ჯარში მართლა რომ არ მიდიხარ-მეთქი. მაგასაც ნახავ თუ არ შეხედავო, დამამშვიდა.
მეორე დღეს ისევ გამომიარა: წამოდი, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ისევ ჟუჟუნასთან წავედით. სირცხვილით დავიწვი, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო გამოდგა. გაიღო კარები და მასპინძლებმა ზღურბლთან ნიაზი დაინახეს – გამათავისუფლესო. კვლავ გაიწყო სუფრა, გაიშალა პურმარილი და ნაბახუსევზე გამოსვლა ქეიფში გადაიზარდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან