იუმორი

სმოკინგი დედოფლისთვის

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.01, 2022 წელი

ფრენკ სინატრა
დაკოპირებულია

ფრენკ სინატრა ყველა კონცერტზე სმოკინგს იცვამდა.

არასოდეს ჩაუცვამს ჩვეულებრივი შარვალ-კოსტიუმი. ერთხელაც, თანაშემწეს უკითხავს, რა საჭიროა, რომ სულ სმოკინგი გეცვასო. ამაზე სინატრას უპასუხია: „სამეფო ოჯახისათვის, მეფისა და დედოფლისთვის რომ ვმუშაობდეთ, ხომ სმოკინგს ჩავიცვამდით? ის ბიჭი, რომელიც მთელი წელი მუშაობს ქარხანაში და ცდილობს, იმდენი ფული მოიპოვოს, რომ ერთი ბილეთი აიღოს, ჩვენი შოუს სანახავად; ქალი, რომელიც ოფიციანტია და ცდილობს, თავის გატანას, ოჯახში იმდენს ზოგავს, რომ მოვიდეს და ნახოს ჩვენი შოუ - ჩემთვის ისინი ისეთი დიდებულები არიან, როგორც მეფე და დედოფალი.

და ამიტომ უნდა ჩავიცვათ სმოკინგი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი