იუმორი

შედი, ქალო, ოთახში!

№39

ავტორი: „თბილისელები“ 22:52 10.10

ჯემალ ჭკუასელი
დაკოპირებულია

ჯემალ ჭკუასელი იგონებდა: „დედაჩემი ანა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მამა შერმადინი კომუნისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა, ამიტომ დედაჩემს კრებებზე დასწრებაც კი თავიდანვე აკრძალული ჰქონდა.

ერთხელ, მამაჩემთან პარტორგანიზაციის მდივანი მივიდა თხოვნით, რათა ნება დაერთო დედაჩემისთვის პარტკომის არჩევნებს დასწრებოდა. შერმადინი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა.

დედაჩემი მოწესრიგდა, გალამაზდა, დაისვენა, სუნამო იპკურა და მედიდურად ჩაუარა მეუღლეს.

შერმადინმა თვალი გააყოლა. „ბიჭოს, ლამაზი ცოლი მყოლია“, - გაიფიქრა და მიაძახა:

- სად მიდიხარ, ქალო, შენ?

- პარტიის კრებაზე, - უპასუხა ანამ.

- შენი პარტია არ ვიცი მე, შედი აგერ ოთახში! - დაიჭიხვინა შერმადინმა და გადაისვა ხელი ულვაშებზე.”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა