მოლარის სათვალე
ავტორი: „თბილისელები“ 19:00
მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი გვიამბობს:
გასტროლების დროს, დასვენების დღეს ალისა ფრეინდლიხი ნავით სეირნობდა ვოლგაზე კოლეგასთან – იგორ დიმიტრიევთან ერთად და შემთხვევით მდინარეში საყვარელი, მოდური მზის სათვალე ჩაუვარდა. დიმიტრიევმა გახუმრება გადაწყვიტა და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეს სთხოვა, დაეწერა შემდეგი შინაარსის წერილი: „ძვირფასო არტისტო, ალისა ფრეინდლიხ! ჩვენ „წითელ კვალმაძიებლებს“ ძალიან გვიყვარხართ! გუშინ გავიგეთ, რომ ვოლგაში ჩაგივარდათ საყვარელი სათვალე. ის ვოვა ცაპლინმა, ნავმისადგომის მოლარის შვილმა, იპოვა.“ შემდეგ დიმიტრიევმა საიდანღაც გამოძებნა ძველი და სასაცილო, დაზიანებული, დედაბრული სათვალე, თან შუშების გარეშე, ერთი ყურზე ჩამოსაცმელი რეზინით, მეორე კი მავთულით დაუმაგრა, პაკეტში მოათავსა და ერთ-ერთ ბავშვს სთხოვა, წერილთან ერთად ალისასთვის გადაეცა. ალისამ აღელვებულმა აიღო კონვერტი, მთელი ჯგუფის წინ ამაყად წაიკითხა „კვალმაძიებელთა“ წერილი და პაკეტიდან გაოცებულმა ამოიღო სათვალე... უნდა გენახათ მისი სახე! – იგონებდა იგორ დიმიტრიევი, – ხოლო სამი დღის შემდეგ ორგანიზება გავუკეთე მისთვის მიძღვნილ ახალ წერილს „კვალმაძიებლებისგან“. „პატივცემულო ალისა! სათვალე, რომელიც ჩვენ თქვენ გამოგიგზავნეთ, არ ყოფილა თქვენი. გაირკვა, რომ ის ნავმისადგომის მოლარისაა. გთხოვთ დაგვიბრუნოთ შემდეგ მისამართზე – ...“ სწორედ აქ მიხვდა ალისა, რომ ეს ხუმრობა იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





