იუმორი

სალმიანი დანიელები

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 22.11, 2022 წელი

გიორგი ფოფხაძე
დაკოპირებულია

გიორგი ფოფხაძე გვიამბობს: „საბერძნეთიდან დანიაში გადავედი და იქ 5 წელი ვითამაშე. ახალი ჩასული ვიყავი, რომ მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი: აქ ვარსკვლავი ვარ-მეთქი. რატომო, – მკითხა. იმიტომ რომ ყველა მცნობს და ქალაქში რომ გავდივარ, მესალმებიან-მეთქი.

გავიდა რამდენიმე თვე და მამაჩემი ჩამოვიყვანე ჩემთან. ერთხელ მოდის სახლში და მეუბნება: მართლა რა მაგარი ხარ, მეც მცნობენ და ყველა მესალმებაო...

მაშინ უკვე ვიცოდი – დანია ისეთი ქვეყანაა, რომ ქუჩაში რომ გადიხარ, ყველა გესალმება. ამან შემაცდინა და თავი სუპერვარსკვლავი მეგონა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი