იუმორი

სადავო კუნძულები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.11

შოთა არველაძე
დაკოპირებულია

შოთა არველაძე ჰყვება: 

„კომუნისტების პერიოდში კიროვის პარკში იყო ერთგვარი თავისუფალი სივრცე. იქ იკრიბებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე, სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები. იქ ირჩეოდა ყველა საკითხი, როგორც სპორტში, ასევე, პოლიტიკაში. მთავრობამ ეს იცოდა, მაგრამ ვერ ერეოდა. ერთხელ ინგლის-არგენტინის კონფლიქტზე ატყდა დავა და დილის 6 საათამდე ვერ გადაეწყვიტათ, თუ ვის ეკუთვნოდა სადავო კუნძულები. ამ დროს გათენდა კიდეც და მოდავეებმა ერთი ჩაძინებული ისტორიის პროფესორი გააღვიძეს და ჰკითხეს, თუ ვინ იყო ამ დავაში მართალი. მან კი უპასუხა: ვის მხარეზეც რუსეთია ის ტყუისო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა