იუმორი

საბოტაჟისტები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.06

გუბაზ სანიკიძე
დაკოპირებულია

გუბაზ სანიკიძე ჰყვება: 

„სოფელ ბუგეულს ერთი ხიდი ჰქონდა, რომელსაც არც მოაჯირი აკრავდა და ფიცრებიც აყრილი იყო. მთავრობა კი ცოცხალი თავით არ აკეთებდა ახალს. ერთხელ ჩემმა ბიძებმა დალიეს, შემდეგ თითო კანისტრა ბენზინი აიღეს და ხიდს ორი მხრიდან ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ორი მხრიდან იმიტომ, რომ ცალი მხარე რომ დამწვარიყო, მთავრობას შეიძლება, მხოლოდ გაერემონტებინა. მამაჩემის უფროსი ძმა სამხედრო ექიმი იყო. მოსკოვში ცხოვრობდა. იაპონური რადიო ჰქონდა, ამერიკის ხმას უსმენდა და იქიდან იგებდა საქართველოს ამბებს. მოუსმენია, რომ ქართველმა პატრიოტებმა, საბოტაჟის მიზნით, ბუგეულის ხიდი დაწვესო. დაურეკა მამაჩემს და ჰკითხა, რა ხდებაო: მამამ კი უპასუხა: ხიდი კოლამ და გივიმ დაწვესო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული