იუმორი
საახალწლო ზავი
№43
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
ირაკლი აფაქიძე ყვება:
თბილისის ომია. 31 დეკემბერია და ახალ წელს ველოდებით. მეგობრები სოლოლაკში ვართ შეკრებილი. რა ვქნათ, როგორმე ხომ უნდა აღვნიშნოთ. ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, ჩემს სიდედრს აქვს ინდაური და ღვინო, მაგრამ ფრონტის ხაზს იქით და როგორ გადავიდეთო. მივედით დადიანის კუთხეში და გამალებით მსროლელ მეტყვიამფრქვევეს ვუთხარით ჩვენი გასაჭირი; მან სროლა შეწყვიტა, თეთრი დროშა აღმართა და მოწინააღმდეგე მხარეს უთხრა ჩვენზე და გადაგვიშვეს შემდეგ კი, ისევ თეთრი დროშის აფრიალებით, უკვე ინდაურითა და ღვინით გადმოგვიშვეს უკან და ასე აღვნიშნეთ ახალი წელი იმ საშინელ დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





