ქარწაღებული ტრუსი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.11
გეგე სულხანიშვილი იხსენებს:
1965 წელია. მოსკოვში „დინამოების“ საკალათბურთო პირველობაზე გავემგზავრეთ. შეგვიკერეს ატლასის ტრუსები, ანზორ ლეჟავას კი – უზარმაზარი ზომის. ვარჯიშის დროს ეს ტრუსები ძალიან სველდებოდა და სასტუმროს ნომრის ფანჯარაზე მზეზე ვაშრობდით. ერთხელაც ანზორის ტრუსი ქარმა გადააგდო მერვე სართულიდან და ვერსად ვიპოვეთ. არა და ტრუსის გარეშე როგორ გამოვა?! მის ზომას კი ვერც ვერსად იყიდი და ვერც შეკერავ, დრო არ ითმენს. მოკლედ, ავდივარ ფეხით მერვე სართულზე და ვხედავთ: ერთ-ერთ ფაშფაშა, მოკლეკაბიან „ეტაჟნიცას“ ანზორის ტრუსიკი არ აცვია?! ვუთხარი მწვრთნელს, იმან – სასტუმროს დირექტორს და ის „ეტაჟნიცა“ ტრუსიკის შესამოწმებლად დაიბარეს. მე კი ვკანკალებ – შეცდომა რომ იყოს, გაგვყრიან-მეთქი. საბედნიეროდ, ანზორის ტრუსი აღმოჩნდა. ვიღაც გამვლელს უპოვია და მიუტანია. „ეტაჟნიცამ“ კი მოირგო. ანზორის წყალობით, ჩემპიონები გავხდით. მე კი თბილისში „ფხიზელი თვალის“ გამო დამაჯილდოვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





