იუმორი

როგორ იცნო შენიღბული „იუმორინა“ ბათუმელმა ტაქსისტმა

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 19.01, 2021 წელი

ხვიჩა მაღლაკელიძე
დაკოპირებულია

  ხვიჩა მაღლაკელიძე ყვება: 

„ახალი წელია და ბათუმში ვარ. ჩამოვუარე მეგობრებს და ყოველ გადაადგილებაზე ტაქსის ვიძახებ. რამდენჯერაც ჩავჯექი, მძღოლმა, რა თქმა უნდა, მიცნო და ხან რას მეკითხებიან და ხან რას... ერთი სიტყვით, შევწუხდი. მეთექვსმეტე ვოიაჟიდან რომ დავბრუნდი, შევდგი თუ არა ფეხი სახლში, ტელეფონის ზარი გაისმა – ჩემი მეგობარი რეკავდა: ხვიჩა, არც შენი გიტარა გვინდა, არც შენი ნამღერი, უბრალოდ, დაგვაფასე და ჩვენთან მოდიო. მორიგი ტაქსი გამოვიძახე და მძღოლს რომ არ ვეცნე, თავზე და სახეზე უზარმაზარი ქუდი ჩამოვიფხატე. უკან მოვკალათდი და თავი მოვიმძინარე. ჩუმად ვმგზავრობთ. რაციაში კი მძღოლები ერთმანეთს ელაპარაკებიან და საახალწლო განწყობას უზიარებენ. უცებ ოპერატორი ქალი ჩაერთო და მეშვიდე მოიკითხა – მგზავრი გელოდებაო. მეშვიდე კი არ პასუხობდა. მეორედ რომ მოიკითხა და არავინ გამოეპასუხა, მძღოლებმა ჩოჩქოლი ატეხეს და მეშვიდეს ძებნას შეუდგნენ. უცებ ჩემმა მძღოლმა რაციაში ჩურჩულით ჩასძახა: მეშვიდე ვარ. რა გააწყალეთ გული. ჩაძინებული „იუმორინა“ მიმყავს და არ მინდა, გავაღვიძოო.
ერთი სიტყვით, არც შენიღბვამ მიშველა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი