იუმორი

როგორ გააბრუნა „მამაშა“ ელიკომ გუდაფშუტიანი კლიენტები უკან

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.07, 2021 წელი

დიმიტრი ბენაშვილი
დაკოპირებულია

კულინარი დიმიტრი ბენაშვილი იხსენებს: „15-16 წლის მოზარდი ვარ და ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობ. მამაჩემმა ერთ დღეს შირაქიდან ხორბალი ჩამოიტანა მანქანით. 5 ტომარაში გუდაფშუტა ხორბალი ეყარა. გუდაფშუტა ნიშნავს გასაცრელ ხორბალს, ანუ ხელში რომ მოფშვნი, შავი მტვერივით რჩება და თუკი ამ მტვერს არ მოაცლიდი, არც წისქვილი იღებდა და ვერც გაყიდდი. მამაჩემმა თქვა: გუდაფშუტაა და უნდა გავაკეთო (გავცრაო) და წავიდა... ჩვენს ტომრებს მწვანე საღებავით „პტიჩკა“ ეხატა, რომ სხვების ტომრებში არ შეგვშლოდა. მამა რომ წავიდა, ჩვენი უბნის ჩემი ტოლი ხუთი ბიჭი შევკრიბე და ვუთხარი:

– ხორბალი მაქვს. მოდი, ელიკოს წავუღოთ და მის ქალებთან გავერთოთ-მეთქი.

ელიკო „მამაშა“ იყო და რაიონულ ცენტრში ბორდელი ჰქონდა. ქალებს კი ხორბალზეც აქირავებდა. მოკლედ ძია ზაქროს, ჩვენს მეზობელს, ვთხოვეთ, წაგვაღებინე ხორბალი, ელიკოსთან მივდივართო და შენც ისარგებლე-მეთქი. ძია ზაქრო სიამოვნებით დაგვთანხმდა და წავედით. ელიკოს რომ ტომრებით ხორბალი მოვუტანეთ და ქალები მოვთხოვეთ, მან ხორბალი ხელებით მოფშვნიტა, თქვა გუდაფშუტააო და უკან გაგვაბრუნა. გავდივართ ტომარამოკიდებულები უკან. ელიკომ გამოგვხედა და გამოგვძახა:

– ეგ „პტიჩკიანი“ ტომრები ამ დილით მაჩხაანელებმაც მოიტანეს და ისინიც უკან გავაბრუნეო.

თურმე, ჩვენამდე ელიკოსთან მამაჩემი და მისი მეგობრები ყოფილან...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი