იუმორი

რითი მჯობია ივანე...

№15

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.04, 2021 წელი

მზექალა შანიძე
დაკოპირებულია

აკაკი შანიძის ქალიშვილი, მზექალა შანიძე, ყვებოდა:

„მამაჩემი და ბატონი ივანე ჯავახიშვილი ერთ საღამოს სახლისკენ მისეირნობდნენ. უცებ საშინეელი ჩხუბი ატყდა, შეიკრიბა ხალხი, ამხნევებდნენ, აქეზებდნენ მოჩხუბრებს. ეს ორი დარბაისელი მეცნიერიც ინტერესით ადევნებდა თვალს. ისინი ერთმა ქურთის ქალმა დაინახა, შევიდა თავის სახლ-სარდაფში, გამოიტანა გაქუცული სავარძელი, დაუდგა ივანეს და უთხრა:

– ბატონო, თქვენ დაბრძანდით და ისე უყურეთო...

მამა სიცილით ამბობდა, ჩემთვის სკამიც არ მოუტანია, რითი მჯობია ახლა მე ივანეო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი