იუმორი

რატომ შეაწყვეტინა ფეხსაცმელებით ვაჭრობა მერაბ გეგეჭკორს მისმა „პაძელნიკმა“

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 23.02, 2021 წელი

მერაბ გეგეჭკორი
დაკოპირებულია

პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი ასეთ ისტორიას ჰყვება:

„ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კვაშირში კოოპერატივები შემოვიდა და ცოტა ხნის მერე ქვეყანაც დაიშალა. მე და ჩემმა მეგობარმა რუსეთში ქუთაისში შეკერილი ფეხსაცმელები წავიღეთ გასაყიდად. რუსულში მაინცდამაინც ახლაც ვერ ვბრწყინავ. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ თუკი ერთ ფეხსაცმელს იყიდდნენ, უნდა მეთქვა ფასი – „დვაცატ პიატ“, თუ ორ ცალს იყიდნენ – „დვადცატ ტრი“, ხოლო თუ სამ ცალს, მაშინ – „დვაცატ“. ფეხსაცმელებს „ვიდზე“ არა უშავდა, მაგრამ ნაკლი ის ჰქონდა, რომ ერთი წვეთი წყალიც რომ მოხვედროდა, მთლიანად ფერს იცვლიდა. ერთი სიტყვით, ნოვოროსიისკის ბაზარში ვდგავარ და ვვაჭრობ. უცებ ყვირილი მესმის და ჩემი „პაძელნიკი“ მოვარდა და გააფთრებული ხელების ქნევით მიყვირის:

– დაკეცე, დაკეცე ფარდული, თორემ დავიღუპებით, წვიმსო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი