იუმორი

რას წერდა 100 წლის წინათ ქართული პრესა

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.10

იუმორი
დაკოპირებულია

„დიღომი. მთელი დიღომია - და ეხლა ცოლ-ქმრობაზედ არის ლაპარაკი. დედაკაცი გადავა მეზობლისას, თუ გლეხ-კაცობა შეიყრება დუქანთან, ყველას სალაპარაკო ამ სოფლის გლეხის ზაქარია მაგელაშვილის თავსგადამხდარი ამბავია.

მოგეხსენებათ, სოფელში ჭორი ჰმეფობს და ჩიტს ისე არ გააფრენენ აქაურები, მეტადრე მანდილოსნები, რომ საჭორო მასალად არ გამოიყენონ.

აი, ამას წინად, 28 ნოემბერს, ზაქარია ქალაქიდგან რომ დაბრუნდა, ნათლის-დედებმა მიუტანეს ამ კაცს ამბავი, შენმა ცოლმა ნამუსის ქუდი მოგხადა, ხალხში თავი მოგჭრა და შენივე მოჯამაგირე შეიყვარაო. ზაქარია არ აჰყვა ჭორს და იფიქრა, უნდა გამოვცადო და თვალ-ყური ვადევნო ჩემს ცოლსაო. ამ აზრით განგებ გამოეთხოვა ცოლს, ერთის დღით ისევ ქალაქში უნდა ჩავიდეო, თუმცა სოფელს ძალიან არ გასცილებია.

საღამოზედ, როცა გაბინდდა, იმისმა ცოლმა „გაგლეჯილმა მელანამ“, როგორც აქაურები ეძახიან, მიიწვია თავისი მოჯამაგირე და ალერსი დაუწყო. სწორედ ამ დროს წამოადგა საყვარლებს თავს ზაქარია და ღრიალი დაიწყო. მოჯამაგირე სადღაც გასხლტა შიშითა. მელანაც გამოვარდა კარში, მაგრამ ქმარი წამოეწია და იმდენი სცემა, რომ სულ ერთიანად დააოსა.

გამოცვივდნენ მეზობლები და ხელიდგან ცოცხალ-მკვდარი დედაკაცი გამოაცალეს გაცოფებულს ზაქარიას. ორის საათის შემდეგ საბრალო გარდაიცვალა, ზაქარია-კი მაშინვე დააპატიმრეს. რაღა თქმა უნდა, რომ მთელს სოფელს ზაქარიას მხარი უჭირავს და მელანას კი სწყევლიან და ქოლავენ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა