ხელმოწერა ნასროლი ტყვიით
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში 1875 წელს დაბადებულმა სახელგანთქმულმა ქართველმა ფირალმა – დათიკო შევარდნაძემ და მისმა რაზმელებმა, ერთ დღეს ჩოხატაურში მდებარე ეკლესიის კედელზე გაკრული განცხადება იხილეს. აღნიშნული განცხადება იუწყებოდა, რომ დათიკოსა და მისი რაზმელების მოღალატეებს ინფორმაციის მთავრობისადმი გადაცემის შემთხვევაში – 1000 ოქრო ჯილდოდ გადაეცემოდათ, როცა შევარდნაძემ და მისმა ბანდის წევრებმა აღნიშნული განცხადება წაიკითხეს, დათიკომ მიუხედავად იმისა, რომ საერთოდაც თავისი ხელმოწერის გაკეთებაც კი არ იცოდა, მის მეგობარს მიმართა:
- ისე, რომ იცოდე შენ, შეცდომაა წარწერაში, წერტილი აკლია!
- სად, კაცო? – ჰკითხა შევარდნაძეს გაკვირვებულმა მეგობარმა.
- ე, ბიჭო, ეგერ! – და ფირალის ხელუკუღმა ნასროლი ტყვია ზუსტად იმ ადგილს მოხვდა, სადაც წესით წერტილი უნდა ყოფილიყო დასმული. სწორედ ამ მეთოდით გამოასწორა თავისი ,,ხელმოწერის არმცოდნე” გურულმა ფირალმა, ჟანდარმის მიერ დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





