იუმორი

„ბეჟალი რობკიე გრუზინი“

№19

ავტორი: „თბილისელები“ 47 წუთის წინ

შალვა ნუცუბიძე
დაკოპირებულია

ნათელა ქარაულის მოგონება შალვა ნუცუბიძეზე: „ამ გენიალურ ადამიანზე ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას ჩვენმა მხცოვანმა ლექტორმა გვიამბო.

ბატონი შალვა, თურმე, მოსკოვში მატარებლით მიემგზავრებოდა. კუპეში ერთი რუსი მაღალი ჩინის ოფიცერი დაემგზავრა. საუბარში ამ რუსმა ლერმონტოვის პწკარი ჩაურთო: „ბეჟალი რობკიე გრუზინი“ და ქართველთა სიმხდალეს დაუწყო დაცინვა. მთელი გზა წარამარა იმეორებდა ამ ფრაზას ირონიული ღიმილით და ზოგჯერ ხმამაღალ სიცილსაც დააყოლებდა. ნუცუბიძეს ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი, უბრალოდ, დუმდა. ამასობაში მატარებელი მოსკოვს მიადგა და გაჩერდა. ჩამოლაგდნენ მგზავრები. სადგურის შენობას ვეებერთელა სტალინის სურათი ამშვენებდა. ნუცუბიძე მიუბრუნდა, თურმე, იმ რუსს, ხელით ანიშნა სტალინის სურათზე და უთხრა: „ბეჟალი, ბეჟალი ი და მასკვი დაბეჟალი“. სწორედ მასთან შეხვედრაზე მივდივარო, – დაუყოლებია.

– არ მავიწყდება, იმ ოფიცრის გაფითრებული სახე, ეს სიტყვები რომ გაიგონაო, – იგონებდა, თურმე, მოგვიანებით ბატონი შალვა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი