იუმორი

ფეხბურთის ფანები

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.03

ვახო ბოლოთაშვილი
დაკოპირებულია

სცენარისტი ვახო ბოლოთაშვილი ჰყვება: 

„დედაჩემი საბერძნეთში ერთ ოჯახში მუშაობდა. სამოსი დაუსველდა და ოჯახის უფროსმა თავისი ვაჟის მაისური ჩააცვა – საფეხბურთო კლუბ „პაოკის“. დედაჩემი ფეხბურთის აზრზე არაა და არც კი იცოდა, რა ეცვა. ქუჩაში ორი მძიმე ჩანთით მიდის. იმ დღეს „პაოკ“-„არისის“ დერბი იმართებოდა. ამ ორი კლუბის ფანებს ერთმანეთი ჭირის დღესავით ეჯავრებათ. ისე მოხდა, რომ დედაჩემი მათ გარემოცვაში მოხვდა და რომ დაინახეს, გინება დაუწყეს და მისკენ მიიწევენ. დედა რომ ამას მიხვდა, გაიქცა. ავტობუსში ავარდა და მძღოლმა სწრაფად დაძრა ტრანსპორტი. ავტობუსსაც გამოეკიდნენ, მაგრამ მძღოლმა ორ გაჩერებაზე არ გააჩერა და „არისის“ ფანებმა დევნა შეწყვიტეს. მესამე გაჩერებაზე დედა მძღოლთან მივიდა მადლობის გადასახდელად, რომ მან მდევრებისგან იხსნა... თურმე მძღოლსაც „პაოკის“ მაისური ეცვა, ეგონა, მე მომსდევენო და ავტობუსი ამიტომაც არ გააჩერა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული