იუმორი

ფეხბურთის დონე

№12

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.03, 2023 წელი

დავით ყიფიანი
დაკოპირებულია

დავით ყიფიანი ჰყვებოდა: 

„1978 წელია და „დინამო“ ალჟირშია. ალჟირის ეროვნულ ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. ეს ის ნაკრებია, სულ რამდენიმე თვის წინ რომ გერმანიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე ფრე ითამაშა. ალჟირელები გაგიჟებულები არიან სიხარულით. ეიფორიაში იმყოფებიან და ფიქრობენ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო. თამაშის წინ ერთი ალჟირელი ჟურნალისტი ნოდარ ახალკაცთან მივიდა კომენტარისთვის. მე ვთარგმნი. ის ჟურნალისტი მეტრ-ნახევრიანი იყო, უზარმაზარი სათვალე ეკეთა და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა. ახალკაცს ეკითხება: რას იტყვით, ალჟირული ფეხბურთი როგორ დონეზეაო. ნოდარმა შეათვალიერა ჟურნალისტი და უთხრა: შენს დონეზეაო... როგორც კი ვუთარგმნე, ჟურნალისტი ეგრევე წავიდა. ჩვენ კი თამაში 2:0 მოვიგეთ. ავტობუსში ვსხედვართ და უნდა წავიდეთ. ნოდარმა უცებ იმ ჟურნალისტს მოჰკრა თვალი და მითხრა, დაუძახეო. ჩავედი და რომ ვუთხარი, ახალკაცი გეძახის-მეთქი, სულ „ნოუ, ნოუს“ ძახილით გაიქცა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი