იუმორი

პალესტინელი ქართველები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.06, 2022 წელი

შალვა ნათელაშვილი
დაკოპირებულია

შალვა ნათელაშვილი იხსენებს: 

„შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი. ნიქსონის ცენტრში მოხსენება უნდა წამეკითხა და ცოტნე ბაკურიამ მითხრა, მეც დავესწრებიო. არადა, გულმა ცუდი მიგრძნო, რადგან იქ „რუსთავი 2“ და „იმედიც“ იყვნენ. ჩემს გამოსვლას კოლინზიც ესწრებოდა, რომელიც მანამდე ელჩი იყო რუსეთში და ჩვენზე ყველაფერი იცოდა – ცუდიც და კარგიც. მე კოლინზს ველაპარაკები, ვუხსნი, რომ ქართველები კარგები ვართ და ასე შემდეგ... ამ დროს ცოტნე და თეა თუაშვილი ჩხუბობენ. ერთმანეთს თმებში ჩაფრენიან... თურმე, თეას უკითხავს, თმებს იღებავთო და ცოტნე ამან აღაშფოთა. კოლინზმა რომ ეს სცენა დაინახა, მკითხა: ესენი ქართველები არ არიანო? მე კი მივუგე: ქართული ტელეკომპანიებია, ჟურნალისტები კი დაქირავებულები არიან, პალესტინელები-მეთქი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი