იუმორი
ნისია სხვისია
№15
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.04
ჟურნალისტი ვახო გაფრინდა-შვილი ჰყვება:
„მწვრთნელმა ერთ-ერთ რაიონში საფეხბურთო „ზბორებზე“ წაგვიყვანა 10 დღით. პირობითად ვამბობ, ოთხშაბათს უნდა ჩამოვსულიყავით და ორშაბათს, 2 დღით ადრე ჩამოვედით. მოკლედ, საბაბი ძალიან ცუდი კვება იყო და ასე შემდეგ. ჩვენი ასე ადრე ჩამოსვლის მიზეზი კი უფრო ის იყო, რომ თურმე, ჩვენი მწვრთნელი ერთ-ერთი „ბუტკის“ გამყიდველს შეუთანხმდა: ყოველდღე ლუდს ავიღებ ნისიად და წასვლის წინ გადაგიხდიო. მოკლედ, ყურადღება მოუდუნა. 2 დღით ადრე გამოვიპარეთ და მწვრთნელი მძღოლს ეუბნებოდა: ფარები ჩააქრე და ისე გაიარეო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან