იუმორი

მუშაობა ჩვენი საქმე არაა...

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.01, 2023 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

კაკო ასათიანი იხსენებს:

„მეოცე საუკუნის ბოლოს დამოუკიდებელ საქართველოში ამერიკის მეორე ელჩი უილიამ კორტნი იყო. საქართველოში რომ ჩამოვიდა, პოლიტიკური პარტიები შეხვედრაზე მიგვიწვია. გვაქო და გვადიდა ქართველები – მხიარული, მოქეიფე, კეთილგანწყობილი ხალხი ხართ და თქვენთან რომ დემოკრატიაა, ისეთი ჩვენთანაც არაააო. ბოლოს კი გვეუბნება: ერთი ნაკლი მაინც გაქვთ, მუშაობა არ გიყვართო. ხომ არ შევედავებოდით და გავჩუმდით. გავიდა 4 წელი. კორტნის ელჩობის ვადა გაუვიდა. გამოსამშვიდობებელ ლანჩზე ისევ მიგვიწვია და გვეუბნება: თქვენზე იმაზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, ვიდრე ჩემი ელჩობის დასაწყისში მქონდაო და დაგვიწყო ქება. დითირამბები რომ დაასრულა, მე თვითკრიტიკულად შევახსენე: მუშაობა არ გვიყვარს-მეთქი. მან კი მიპასუხა: თქვენ არც უნდა იმუშაოთო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი