მწუხარების ნიშანი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 03.09

როდესაც ერთ-ერთი შვილი ან მეუღლე იღუპება, პაპუასები თავად იკვეთენ თითს.
ეს კეთდება მწუხარების ნიშნად, როგორც სულიერი ტკივილის ჩანაცვლება ფიზიკური ტკივილით.
თუკი ხელის დამახინჯება არასასურველია, შესაძლებელია ფეხის თითის ან ყურის მოჭრა.
პროცესი ამგვარია: ჯერ მცენარეული ბოჭკოებისგან დამზადებული თოკით მჭიდროდ ჭიმავენ თითს და როცა მთლიანად დაბუჟდება, ხელს დებენ ბრტყელ ქვაზე და მას ქვის ცულით ჭრიან. ზუსტად და ძლიერად დარტყმის შემთხვევაში, თითი მაშინვე მოიჭრება. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ჭრილობაზე სამკურნალო ფოთლებს ადებენ.
საკუთარი თავისთვის რაიმეს მოჭრა წმინდად ნებაყოფლობითი და პირადი საქმეა. შეიძლება საერთოდ არ მოიჭრა თითი.
ძირითადად, თითებს ქალები იჭრიან, მამაკაცებსაც შეუძლიათ, მაგრამ ამას გაცილებით იშვიათად აკეთებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...