იუმორი

მოხერის კაშნე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.04

იუმორი
დაკოპირებულია

ნუგზარ ყურაშვილი იხსენებს: 

„თეატრალურში ვსწავლობდი და დიდუბეში ვცხოვრობდი. მოხერის კაშნე მქონდა. მაშინ ის მაგარ მოდაში იყო და სულ უბრალოდ რომ გცმოდა, მოხერი რომ გეკეთა, პრესტიჟული იყო. ზამთარია, თოვს და ინსტიტუტიდან სახლში ვბრუნდები. ბირჟაზე ბიჭები დგანან. ერთ-ერთი მეუბნება: ვაა, მოხერია, ტო? – ჰოო, მოხერია-მეთქი, – ვუპასუხე. – მათხოვე. ხვალ დაბადების დღეზე მივდივარ. ზეგ გამოიარე და მოგცემო... მოვიხსენი და მივეცი, რომ არ მიმეცა, რა, ვერ წამართმევდნენ? მოკლედ, რამდენიმე დღე გავიდა. საღამოს სახლში დავბრუნდი ინსტიტუტიდან. ვიბანავე. გამათბობელი ჩავრთე და კარზე აკაკუნებენ. მესმის: ჩვენი ძმა, გააღე რა ტო… გავაღე და ის ბიჭები არიან. „პრავეზია“ და „პივები“ მოიტანეს. დასხდნენ. ერთ-ერთმა კაშნე მოიხსნა. მაგიდაზე დადო და მეუბნება: ვა, რა გააკეთე, ბიჭო, შენო, – ანუ გაუკვირდა, რომ კაშნე ეგრევე მივეცი. რა გავაკეთე და გათხოვე-მეთქი. მოკლედ, ასეთი რამ მაშინ არ ხდებოდა და თავისიანად მიმიღეს. ერთი სიტყვით ასე დავახლოვდით… 90-იანებში ორი მათგანი მოკლეს, საცოდავები“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი