იუმორი

ყველაზე დაუნახავი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 14.05, 2023 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

ერთ მეფეს 10 ველური ძაღლი ჰყავდა და ყველას, ვინც რამეს დააშავებდა, ძაღლებთან აგდებდა საჭმელად.

ერთხელ, როდესაც მეფეს ერთ-ერთი მსახურის აზრი არ მოეწონა, ბრძანა, რომ იგი ძაღლებთან ჩაეგდოთ.

მსახურმა უთხრა: მე წლები გემსახურეთ, ახლა მომეცით 10 დღე და ამის შემდეგ ჩამაგდეთ ძაღლებთანო, - მეფეც დათანხმდა.

მსახური მივიდა ძაღლების მცველთან და უთხრა, რომ 10 დღის მანძილზე, თავად მოუვლიდა ძაღლებს. ამ დღეების განმავლობაში, მსახური აჭმევდა ძაღლებს, ასუფთავებდა და ყველანაირ კომფორტს უქმნიდა მათ.

10 დღის გასვლის შემდეგ, მეფემ ბრძანა, რომ მსახური ძაღლებისთვის ჩაეგდოთ. როდესაც ასე მოიქცნენ, ყველას გასაკვირად ნახეს, რომ ძაღლები მსახურს ფეხებს ულოკავდნენ.

მეფემ იკითხა: „რა დაემართათ ჩემს ძაღლებს?!”

პასუხი მსახურმა გასცა. „ძაღლებს მხოლოდ 10 დღე ვემსახურე და მათ არ დაივიწყეს ჩემი ამაგი, თქვენ კი 10 წელი გემსახურეთ და ერთი შეცდომის გამო გადაუსვით ყველაფერს ხაზი.”

ადამიანზე დაუნახავი ცხოველი არ არსებობს... ველური ძაღლის მორჯულებაც კი შესაძლებელია!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი