იუმორი

ყველასთვის საყვარელი სამოსი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.01

იუმორი
დაკოპირებულია

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოფიციალურად შარვლის ჩაცმის უფლება ფრანგმა ქალებმა მხოლოდ 2013 წლის 1 თებერვალს მიიღეს. მანამდე მოქმედებდა ჯერ კიდევ 200 წლის წინანდელი, 1800 წელს მიღებულ კანონი, რის მიხედვითაც ქალი, რომელიც მოისურვებდა „მამაკაცურად“ ჩაცმას, უნდა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და აეღო ნებართვა.

ზოგიერთ კულტურაში შარვალი ჩვეულებრივი სამოსი იყო, თუმცა დასავლურ საზოგადოებაში ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ ქალები, რომლებსაც შარვლის მსგავსი ტანისამოსი ეცვათ, ეს ძირითადად სპორტულ საქმიანობასთან ან საყოფაცხოვრებო სამუშაოსთან იყო კავშირში და საზოგადოებრივ თვალს იყო მოშორებული.

ამერიკაში ელიზაბეტ სმიტ მილერმა ქალისთვის შარვლის მსგავსი ტანსაცმლის ადრეული ვარიანტი შექმნა დაახლოებით 1851 წელს, თუმცა მისი ყოველდღიურად ჩაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და ქალთა შარვლები კვლავ შეზღუდული სპექტრის საქმიანობაში გადავიდა.

იყო შემთხვევები, როდესაც შარვლის ჩაცმის გამო ქალებს აპატიმრებდნენ. მაგ: 1919 წელს დააკავეს ლეიბორისტების ლიდერი ლუიზა კაპეტილო, იგი პუერტო რიკოში იყო პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ ჩაიცვა შარვალი.

1960-70-იანი წლებიდან ქალთა უფლებების მოძრაობის წყალობით, შარვალი დამკვიდრდა, როგორც პოპულარული და შესაფერისი სამოსი ქალებისთვის როგორც სახლში, ასევე საზოგადოებაში და სამუშაო ადგილზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...