იუმორი

კონსტანტინეს სატრფო

№43

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 05.11, 2023 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

აკაკი შანიძე და კონსტანტინე გამსახურდია ერთად სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ პეტერბურგში. მოგვიანებით კონსტანტინე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად. კონსტანტინეს გერმანიიდან პეტერბურგში გამოუგზავნია წერილი აკაკისთვის და სთხოვდა:

„მომიკითხე ჩემი სატრფო, დუნდუას ქალი მარო“.

აკაკის ვერ უნახავს ეს ქალი და ლექსი მიუწერია ბატონი კონსტანტინესთვის:

მოვიკითხო? რომ არ ვიცნობ

დონდუას ქალს, მაგ შენს მაროს,

ღმერთმა ტკბილად შეგაბეროს

და კეთილად მოგახმაროს.

შენ მანდ იყო, ის კი – აქა,

ვაი თუ ვინმე დაემუშტრა,

ეს ბუნების კანონია,

ამას ამბობს ზარატუშტრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა