იუმორი

ქალის თითების მკოცნელი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.02, 2023 წელი

კონსტანტინე გამსახურდია
დაკოპირებულია

გენიალური კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებიდან საოცარ ამბავს გვიზიარებს დავით შემოქმედელი:

„კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი იყო. დარბაზში ერთსა და იმავე მაგიდასთან ჯდომა ჰყვარებია. ომის მძიმე დღეებში ბიბლიოთეკის დირექტორი, კომუნისტი ფუნქციონერი, პოეტი სანდრო ეული (ქურიძე) იყო. მის კაბინეტშიც ხშირად უნახავთ ბატონი კონსტანტინე.

ერთხელ იოსებ გრიშაშვილი სწორედ იმ დროს შევიდა დირექტორთან და რომელიღაც ჟურნალი სთხოვა სახლში წასაღებად, როცა კონსტანტინეც იქ იყო. სანდრო ეულმა სასტიკი უარი უთხრა. განაწყენებულმა პოეტმა კაბინეტი დატოვა.

– რატომ უთხარი უარი ასეთ საყვარელ კაცს, ხომ იცი, როგორ უყვარს წიგნები? – ჰკითხა კონსტანტინემ.

– ზუსტად მაგ მიზეზით. შეეცდება, აღარ დამიბრუნოს ჟურნალი. გარდა ამისა, არ მიყვარს გრიშაშვილი როგორც პოეტი. ის რა პოეზიაა, სადაც ავტორი საქვეყნოდ ყვირის, რომ უყვარს ქალის ფეხის თითების კოცნა.

– მეც ვარჩევდი, ქალის ფეხის თითები დამეკოცნა, ვიდრე კომუნისტების ერთი ბინძური ადგილი, როგორც ამას ზოგი პოეტი სჩადის, ირონიით შეუნიშნავს კონსტანტინეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი