იუმორი

იშხანი ჭამე, ნიაზჯან?

№43

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.10

გია ფერაძე
დაკოპირებულია

გია ფერაძე იხსენებდა: „...ნიაზი ხშირად დადიოდა ერთ სომეხ პარიკმახერ აშოტასთან. ერთხელ აშოტამ ეს ჩვენი ნიაზა ცუდად გაკრიჭა, რის გამოც ნიაზი კარგა ხანს საპარიკმახეროში არ შესულა. სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივიდა აშოტასთან. გახარებულმა პარიკმახერმა შესძახა:

– ვა, ნიაზჯან, სად იყავი აქამდე?

– სომხეთში ვიყავი, აშოტ.

– ვა, კარგია, მოგეწონა?

- ძალიან, აშოტ, ტბაზე წამიყვანეს, მიმიქარავს ჩვენი რიწა და პალიასტომი.

– სევანზე იყავი, ნიაზჯან? – გაუხარდა აშოტას შექება.

– კი, სევანზე, მანდ თევზი მაჭამეს, ახლოს ვერ მივა ჩვენი კალმახი გემოთი.

– იშხანი ჭამე, ნიაზჯან? – სომეხი სიხარულისგან ფრინავდა.

– ეგ იყო, ხო... მერე ეკლესიაში წავედი, იქ ტერტერა წირავდა, ყველამ დაიჩოქა, ჩემ გარდა. მე ვუთხარი: თქვენ გრიგორიანელები ხართ, მე – მართლმადიდებელი-მეთქი. ტერტერამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, შვილო ჩემო, ყველანი ქრისტიანები არ ვართო?

– მერე, მერე რა მოხდა? – პარიკმახერი უკვე სიხარულისგან ტიროდა.

– მერე მოვიდა ჩემთან ტერტერა და თავზე ხელი დამადო.

– რაო, რა გითხრა? - არ ცხრებოდა აშოტა.

– რაო და, რას გიგავს ეგ თავი, ვინ გაგპარსა, მე იმისი ასე და ისეო....

აშოტას სავარცხელი ხელიდან გაუვარდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა