იუმორი

ინატრე სწორად!

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 14.01

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

  ბავშვმა ჯადოსნური ჯოხი იპოვა. ზედ დიდი ასოებით ეწერა: „მითხარი ერთი რამ, რაც გინდა და აგისრულებო!“

„კოპლებიანი ბურთი მინდაო“ – ინატრა ბიჭმა და მართლაც აუსრულდა ოცნება. „ვააა, რა მაგარიაო!“ – თქვა გახარებულმა ბიჭმა და გადაწყვიტა, სხვებიც გაეხარებინა.
გზაზე ხელჯოხიანი კაცი დაინახა.
– პაპა, ჯადოსნური ჯოხი მაქვს, ინატრე რაც გინდა და შეგისრულდებაო! – უთხრა თვალებგაცისკროვნებულმა ბიჭმა. – აბა, რა ვინატრო, შვილო, არ მინდა, ხელჯოხით დავდიოდეო – თქვა მოხუცმა და ხელჯოხი იმ წამსვე გაქრა.
ბიჭმა იქვე ჯიხურში ნაყინი იყიდა და გამყიდველს უთხრა:
- ინატრე ერთი რამ, რაც ახლა გინდა და შეგისრულდებაო.
– ახლა ის მინდა, რომ ამ დაწყევლილ ჯიხურში არ ვმუშაობდეო – თქვა ქალმა და რამდენიმე წუთში ჯიხურის პატრონმა სრულიად უმიზეზოდ სამსახურიდან დაითხოვა ის.
– ვააა, მართლა რა მაგარი რამ ყოფილა ეს ჯოხიო – თქვა ბიჭმა და სახლში გაიქცა.
– დედი, დედი, ჯადოსნური ჯოხი ვიპოვე, თქვი, რა გინდა და მაშინვე შეგისრულებს, ოღონდ მხოლოდ ერთ თხოვნას ასრულებსო. დედას გაეცინა, მაგრამ ჩურჩულით მაინც ინატრა: რა უნდა მინდოდეს, შვილო, მინდა, რომ ამ ქოხში აღარ ვცხოვრობდეო. ამის თქმა იყო და ქოხი დაინგრა და ჩვენი გმირები უსახლკაროდ დარჩნენ.
შეგონება: ფოკუსირება გააკეთე იმაზე, რაც გინდა და არა იმაზე, რაც არ გინდა. მიეცი სწორი ბრძანება შენს ქვეცნობიერს და სასწაულიც არ დააყოვნებს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი