გულთმისანი სულიერი მამა
ავტორი: „თბილისელები“ 11 წუთის წინ
დავით ქართველიშვილი ყვება:
ჩემი სულიერი ძმის მოყოლილი ისტორიაა. პატარა საქმიანი ვიზიტით, ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მღვდელმთავარი პატრიარქ ილია მეორესთან იყვნენ. პური ვჭამოთო – უთხრა დედებს და მოკრძალებული სამარხვო ტრაპეზი დაიწყო. უცებ პატრიარქმა ნიშანი მისცა დაცვის თანამშრომელს. რომ მიუახლოვდა – ყურში ჩურჩულით უთხრა: „ჩადი ქვემოთ, იქ კაცია მშიერი და ამოიყვანე”. ჩავიდა პირველ სართულზე დაცვა – არავინ არის. ერთადერთი – მღვდელმთავრის მძღოლი ზის დივანზე. დაბრუნდა დაცვა და არავინ არისო, უწმიდესო. კვლავ ჩურჩულით გაუმეორა – წადი, ამოიყვანე, კაცია მშიერი. შეწუხებული, კვლავ ჩავიდა – არავინაა. ეკითხება იმ მძღოლს – მშიერი ხომ არა ხარო. შეწუხდა კაცი – სიმართლე რომ გითხრა, დილიდან ლუკმა არ ჩამიდიაო პირში. ამოუყვანა უწმიდესთან ის ადამიანი – აკი არ არისო, დასვით, აჭამეთო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





