იუმორი

ენამოსწრებული გურული

№29

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯანსუღ ჩარკვიანი
დაკოპირებულია

ჯანსუღ ჩარკვიანმა მოყვა სუფრაზე თამადობის დროს: კომუნისტების პერიოდში გადახდილი „ვილისით“ ჩავედით გურიაში. ქორწილში ვართ დაპატიჟებული ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცით. სოფლის შესასვლელთან ყანაში ვხედავთ გურული გლეხი მუშაობს. გავაჩერეთ მანქანა და ვეკითხებით:

– ბიძია, ესა და ეს პიროვნება სად ცხოვრობსო?

– ბიძია, ვინ ხარ შენ, ჩამოი მანქანიდან, თქვი სალამი და მერე მკითხე, რაც გინდაო, – გურულმა.

– ვინ ვარ, ბიძია, და კარლ მარქსი, – ვუპასუხე მე.

– კარლ მარქსი, ბიძია, შენისთანა აბდალი, რომ ყოფილიყო, რა გვიჭირდა მაშვინ ჩვენო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი