იუმორი

ღვინის ჩასხმა ბოთლებში

№43

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.11, 2021 წელი

ღვინის ბოთლები
დაკოპირებულია

გამოსადეგი ცნობა ოჯახობაში👇

„ზოგიერთნი გამოცდილნი მეოჯახენი ამტკიცებენ, რომ ღვინისათვის უფრო კარგი არის მუქი მწვანე ბოთლები, რადგანაც ცნობილია, რომ სინათლე ღვინოს აფუჭებს. ბოთლები ძლიერ კარგად უნდა გამოირეცხოს წყალით, რომელშიაც უნდა გახსნათ ბლომათ სოდა. წყალი თბილი უნდა იყოს და არა ცხელი, თორემ ბოთლები გასკდება. მერე ორიოდჯერ კიდევ უნდა გამორეცხოთ სუფთადა ცივი წყალით და შემდეგ კარგად დასწუროთ. თუ ვინიცობაა ბოთლები ძლიერ ჭუჭყიანია, მაშინ ასე უნდა მოიქცეთ: აიღეთ ტყვიის ქაღალდი, მაგალითად ისა, ჩაის რომ ახვევენ, დასჭერით წვრილად, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით წყალი და კარგად გამორეცხეთ ბოთლი. ქაღალდის მაგიერ საფანტიც იხმარება. საჭიროა მხოლოდ თვალი ადევნოთ, რომ ბოთლში ტყვიის ქაღალდი, ან საფანტი არ დარჩეს, თორემ ღვინოს უსათუოდ წაახდენს. მეორე დღეს, თუ ბოთლები კარგად გაშრა, ჩაასხით ძაბრით ღვინო და ბოთლებს პრობკა გაუკეთეთ. პრობკა უეჭველად ახალი უნდა იყოს. ძველი მხოლოდ მაშინ შეიძლება იხმაროთ, თუ ღვინოს დიდხანს არ შეინახავთ. კარგს იზამთ, რომ პრობკა ჯერ ღვინოში დაალბოთ, რადგანაც მაშინ უფრო ადვილი იქმნება ბოთლის დაცობა. მერე ბოთლის თავი ლაქით დაბეჭდეთ. დაბეჭდვა ღვინოს ძლიერ ინახავს. შემდეგ ბოთლები სარდაფში დააწყეთ; ბოთლები ისე უნდა დააწვინოთ, რომ პრობკა დაფარულ იყოს ღვინით. კარგს იზამთ, რომ ბოთლებს ქვეშ ქვიშა დაუყაროთ. ერთი შენიშვნაც - ბოთლს სულ პირამდე ნუ აავსებთ ღვინით, ორი თითის დადება უნდა აკლდეს“.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1896 წ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი