„გაყიდული“ ექთანი
ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ
პედიატრი გოგი ჩახუნაშვილი ყვება:
უზბეკეთში ეპიდემია იყო და ექვსი თვე ვიმყოფებოდით მთელი ჯგუფი. ერთ დილას მაგარ „პახმელიაზე“ ვარ, რადგან მთელი ღამე ვიქეიფეთ და უცებ ჩემი თანაშემწე მეუბნება: მგონი, დავიღუპეთ, ბატონო გოგიო… თურმე ქეიფის დროს ერთ-ერთი ჩემი მასპინძლისთვის ჩვენი ექთანი მიმიყიდია 500 ათას მანეთად და ის კაცი თავის ამალასთან ერთად მოვიდა ქალის წასაყვანად. საქმროს ერთ ხელში ფულით სავსე „სუნდუკი“ უჭირავს, მეორეში კი – საზამთრო. რა ვქნა, თავიდან როგორ მოვიშორო, არ ვიცი. ჩვენი ექთანი ვერ „შევაბი“, რომ დარჩენილიყო. ამიტომ საქმრო მოვატყუე: თბილისში დავრეკე და მამამისი მილიონს ითხოვს-მეთქი. წავიდნენ. მაგრამ მალე ისევ დაბრუნდნენ. ახლა საქმროს ორი „სუნდუკი“ უჭირავს. ერთში 500 ათასია, მეორეში – 250 ათასიო… მაგრამ, რადგან მილიონი იქნა მოთხოვნილი და ვერ მოიტანა, უკან ქალის გარეშე გავაბრუნეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





