ანეკდოტები
ავტორი: „თბილისელები“ 29 წუთის წინ
რაჭველს ნათესავი გარდაეცვლება. ახლობლები ეუბნებიან: გურიაში, რომ ბავშვობის მეგობარი ჰყავდა, იმას თუ შეატყობინეთო.
– ქვე შევატყობინეთ, მარა ისე ჩქარა ჩამევიდა, ცოცხალს ჩამოუსწროო.
* * *
სამი მამაკაცი ერთად მოხვდა სამოთხეში. ღმერთმა აუხსნა მათ, რომ სამოთხე უკიდეგანოა და მანქანა აუცილებლად დაგჭირდებათო. შემდეგ ერთ-ერთს ეკითხება:
– შენ რამდენჯერ უღალატე ცოლს?
– 4-5-ჯერ.
მისცა ღმერთმა „ჰონდა“ და გაუშვა.
მეორემ უპასუხა, – ერთხელო.
მისხა „ლექსუსი“ და ისიც გაუშვა.
მესამემ – არც ერთხელო და ღმერთმა უკანასკნელი გამოშვების საუკეთესო „მერსედესი“ აჩუქა.
მესამე დღეს ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მესამე დანაღვლიანებულია.
– რა გჭირს, ღმერთმა შენ ხომ ყველაზე მაგარი მანქანა მოგცა და რატომ ხარ მოწყენილი?
– მე – კი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცოლი შემხვდა როლიკებითო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





