იუმორი

ენით უთქმელი...

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.03

ანეკდოტი, იუმორი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი. ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა.

- ეს მოგართვეს! – მეუბნება.

- ვინ? – ვეკითხები.

- ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ.

- გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება.

- ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე რუსი ნაცნობი.

– ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე.

- მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს.

ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლკაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადაიდო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?!

ნოდარ დუმბაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი