იუმორი

ეჭვიანი ცოლი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.01, 2022 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ერთ საღამოს მე და ილია გრიგოლის ძე ვისხედით აივანზე, ჩვენ წინ მოსამსახურემ გაიარა. პოლონელი ქალი იყო.

- მანია! - დაუძახა ილიამ –ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება!

მოსამსახურემ იმ წამსვე მიართვა წყალი წყაროდან. ოლღა თადეოზის ასული მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერი დაინახა.

მესმის, ოლღამ საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, დაეცა მინდორში და დაიწყო თავის ხლა მიწაზე. მე და ილია მივვარდით მისაშველებლად, ავიყვანეთ, შუბლზე ცივი წყალი დავაპკურეთ და გრძნობაზე მოვიყვანეთ.

- ოლღა, გონზე მოდი! შენ ისევ შენებურად განაგრძობ (ესე იგი, პირველი შემთხვევა არ ყოფილა), ნუ დაივიწყებ, რომ მე უკვე 70 წლის ვარ! – უთხრა მას ილიამ.

მეფუტკრე მასლოვის მოგონებებიდან. მოგონებანი გარდასულ დღეთა. ილია. თბილისი. 1987 წ. გვ. 470.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი